მიხაკო წერეთელი 

"გილგამეში" და "ვეფხისტყაოსანი"

ბაბილონური ელემენტები და კერძოდ გილგამეშური მოტივი "ვეფხისტყაოსანშიაც" არის აღმოსავლეთის, რომელ სამწერლო
ნაკადთა გზითა და რომელ ხალხურ წარმოდგენათა
გავლენითაც არ უნდა მიეღწიათ მათ უძველეს საქართველომდე
და შემდეგ რუსთაველამდე.
დახასიათება მნათობ-ღვთაებათა რუსთაველს წმიდა ბაბილონური აქვს:
მზე – უმძლესთა ,ძლეთა მძლეა, მდაბლის აღმამაღლებელი 
და მეფობის მიმნიჭებელი;
მთვარე – ყოვლად მოწყალე 
და შემბრალე ღვთაება, ზუალ – სატურნ, ღვთაება ჭმუნვის შემომყრელი, გულის შავად შემღებველი, სიბნელის ღვთაება;
მუშთარ-იუპიტერ – სრული ბრჭე და მოსამართლეა,
მარიხ – 
მარს ლახვრის მატარებელი და წითელის ფერისა, ომის ღვთაებაა;
ოტარიდ – მერკურ, ღვთაებაა წერისა, და ბოლოს ასპიროზვენუს,
სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთია.
ძლიერ 
ხშირად ვხვდებით ასეთ დახასიათებას მნათობ-ღვთაებათა ბაბილონურ, ასურულ და უძველეს შუმერულ მწერლობაში.
და, ბოლოს, ჩვენ ზღაპართა მოტივები – ძებნა უკვდავებისა, რასაც "გილგამეშიანშიაც" ვპოულობთ, ბრძოლა გველეშაპთან, რაც აგრეთვე ბაბილონური მოტივია, და სხვ.
– ესეც 
უეჭველად გვაკავშირებს ძველ ბაბილონეთთან. 


რუსთაველი და ფოლკლორი

მაინც შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი ღრმა აზრებისა,
რომელიც წარმოდგენილია მისი პოემის მრავალ აფორიზმში, რუსთველის საკუთრებაა, მაგრამ მას შემდეგ, "ვეფხისტყაოსნის" პოპულარობის წყალობით, ისინი იქცნენ ყოველი შემთხვევისათვის ხმარებულ ანდაზებად და ნათქვამებად ქართველი ხალხის სიტყვიერებაში. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "ვეფხისტყაოსნის" გავლენა ქართულ ფოლკლორზე უფრო დიდია, ვიდრე ნასესხობა ფოლკლორიდან "ვეფხისტყაოსნის"ავტორისა.

....

არის მრავალი საბუთი, რომელიც გვიჩვენებს, რომ "ვეფხისტყაოსანი" პატივცემული იყო ყველა ქართველის სასულიერო თუ საერო წრის წარმომადგენლისათვის საუკუნეთა განმავლობაში, და სწორედ ამ უდავო ფაქტით აიხსნება "ვეფხისტყაოსნის" მრავალი პირის არსებობა, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია. მეორე მხრით, მეგრელიძე შენიშნავს სწორად, რომ საშუალო საუკუნეების მწერალ რუსთაველს არ უნდა მივაწეროთ ჩვენი დროის იდეები, როგორც ამას ზოგიერთი ჩადისო.

 

"მეფე და არა მეფის" შემთხვევაში მოქმედება კონკრეტულად იბერიაში მიმდინარეობს, ხოლო პიესის ფაბულის წყარო არ ჩანს, რაც ფრ. ბომონტისა და ჯ. ფლეტჩერის შემოქმედებისათვის საზოგადოდ მოულოდნელია. მიჩნეულია, რომ ამბები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ თავიანთი პიესებისათვის, ალბათ არც ერთ შემთხვევაში არ იყო მათი ფანტაზიის ნაყოფი, ანუ მათ მიერ მოფიქრებული.

"დიდოსტატის მარჯვენის" ერთ-ერთი ეგზოტიკური ეპიზოდია ავაზებით ნადირობა და ქალის ალეგორიული წარმოსახვა ავაზის მხატვრული სახის მეშვეობით; ამ მხრივაც საგულისხმო პარალელის გავლება შეიძლება "ვეფხისტყაოსანში" აღწერილ ნადირობის სცენასთან, როდესაც ფარსმან მეფე იწვევს ხატაელებთან გამარჯვებულ ტარიელს ავაზებით სანადიროდ; ნესტან-დარეჯანის სიმბოლურ – ალეგორიული წარმოდგენა ვეფხის, ავაზის მეშვეობით, უნდა გამხდარიყო საფუძველი შორენას მსგავსებისა ავაზასა და ნებიერასთან.

...არსებობს დეტალები, რაც ნიშანდობლივია როგორც ჯადოსნური ზღაპრის, ისე რუსთველის პოემისთვის. პირველ რიგში, ეს ეხება ზღაპრულ ელემენტს – გასამმაგებას, ზღაპრულ სქემას 2+1 (ორი უშედეგო ცდა, მესამე – შედეგიანი), მკვეთრად გამოხატულ მზა ფორმულებს, რაც თითქმის ყველა ზღაპარში მეორდება. 

შოთა რუსთაველის "ხელიხელ საგოგმანები" ნაწარმოების სიუჟეტი ხალხმა გაამარტივა, სხვა ლიტერატურული ძეგლების ზეგავლენით გარდაქმნა და გმირთა ნათესაური ურთიერთობა სულ სხვანაირად ააგო. ორი ტექსტის დაპირისპირებისას აშკარად სჩანს, რომ ხალხს შოთას სიუჟეტი თავისებურად შეუკვეცია და ჩონჩხზე დაუყვანია. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.