...რუსთველის პოემა "ვეფხისტყაოსანი" და ძველი შუმერული ეპოსი "გილგამეში", მართალია, შინაარსობრივად ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მრავლად მოეპოვებათ შეხების წერტილებიც.
როგორც ერთი, ასევე მეორე ეპიკური პოემის მთავარი გმირები დაეძებენ ბედნიერებას თავიანთი მშობლიური მიწისგან მოშორებით. მათ არ აკმაყოფილებთ არსებული და ადვილად მისაწვდომი, ამიტომ მიემგზავრებიან უკეთესის, უფრო დიდისა და დიადის საძებნელად. ეპოსის დასაწყისში გილგამეში დაეძებს სახელსა და დიდებას, მიდის რა ხუმბაბასთან საბრძოლველად. იგი აღწევს მიზანს, ამარცხებს ხუმბაბას, კლავს მას და გამარჯვებული ბრუნდება ურუქს. ჩამოსვლისთანავე, თავისი მეგობრის სიკვდილთან ერთად, გილგამეშს შეიპყრობს მწველი სურვილი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის გადაჭრისა. ამჯერად იგი მიემგზავრება უკვდავების საძებნელად. აღწევს კიდეც მიზანს – მოიპოვებს უკვდავების ბალახს, თუმცა მაშინვე კარგავს მას.
მეორე ნაწილი ამ მოთხრობისა არ არის მოცემული "ვეფხისტყაოსანში". ამის სანაცვლოდ მწერალი გვიჩვენებს, რომ მისი გმირების მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მიწიერი ბედნიერების მიღწევა – სიყვარულის კეთილად დაბოლოება და სასურველი შეერთება სატრფოსთან. ამ ორ ეპიკურ პოემას შორის ძევს კაცობრიობის კულტურული განვითარების სამი ან ოთხი ათასწლოვანი ინტერვალი, ამიტომ ცხადია, რომ უკვდავების ბალახის მოტივი ძლიერ პრიმიტიული იქნებოდა მაღალი ინტელექტისა და ფილოსოფიური განათლების მქონე მწერლისთვის. რაც შეეხება სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემას, ის ამომწურავად არის განხილული "ვეფხისტყაოსანში"...
გილგამეში არის უფლისწული, მმართველი, იგივე მეფე ურუქისა, წინამძღოლი ხალხისა, რომელსაც იგი მართავს... ავთანდილიც და ტარიელიც მბრძანებელნი, მეფეთა ვაჟიშვილები არიან...
როგორც გილგამეშია გამორჩეული თავის ქალაქში ფიზიკური სიმშვენიერით, ასევე ავთანდილიც და ტარიელიც ბრწყინავენ სილამაზით...
"ვეფხისტყაოსნის" და "გილგამეშის" შინაარსობრივად მსგავსი მოტივებია: ტირილი, მეგობრობა, ძმადნაფიცობა, სიყვარული, ცხოველის ტყავის არსი, მატრიარქალური კულტურის არსებითი ნიშნები.
პატივმოყვარეობა, რომელსაც ეძებს გმირი, სახელგანთქმულებისა და ღირსების შემდეგ, გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი მოტივი "ვეფხისტყაოსნის" და "გილგამეშისა". ორივე ნაწარმოები უმღერის გმირის სახელმოხვეჭილობას და ხოტბას ასხამს მის პატივმოყვარეობას... 
"ვეფხისტყაოსანსა" და "გილგამეშის" ეპოსს შორის პარალელთა დაძებნა შესაძლებელია არა მხოლოდ ცალკეულ მოტივთა შორის, არამედ უამრავ სურათსა თუ პოეტურად ჩამოყალიბებელ ეპიზოდს შორისაც...

ტიტე მარგველაშვილი

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.