ექვთიმე თაყაიშვილი 

"იგი იყო რუსთაველის პოემის არა მხოლოდ ხელნაწერი ნუსხების მომპოვებელ-აღმწერი, არამედ რუსთველოლოგიის საკითხთა მკვლევარიც, რუსთაველის უკვდავი სახელის სათანადოდ დამფასებელი და დაუცხრომელი დამცველი".

ვიკტორ ნოზაძე 

ათწლეულთა განმავლობაში სამშობლოს მოწყვეტილი თვალსაჩინო რუსთველოლოგი ვიკტორ ნოზაძე ერთ-ერთი გამორჩეულია მათგან, ვისაც, უკვე XX საუკუნის პირველივე ათწლეულებიდან, უნდა ვუმადლოდეთ ქართული მეცნიერების ფაქტობრივად, ნახტომისებურ განვითარებას. 

მარჯორი უორდროპი 

"...არამცთუ შეისწავლა ენა, ლიტერატურა და ისტორია ქართველთა, არამედ ყოველსავე ამასთან ერთად უანგარო სიყვარულით შეიყვარა ჩვენი ყველასგან დავიწყებული ხალხი და ქვეყანაცა".

არტურ ლაისტი 

"...არტურ ლაისტს, მიუხედავად ავადმყოფობისა, ერთთავად საქმეში გართულსა ვხედავთ, ერთთავად ფაციფუცშია, ცდილობს უფრო მჭიდროდ დაგვაახლოვოს გერმანელ ხალხთან, მათ ინტელიგენციასთან, მათი გული ჩვენ მოგვაგებინოს და ჩვენი – მათ..."

პავლე ინგოროყვა 

წადილი იმისა, რომ როგორმე აღედგინა რუსთველის საიდუმლოებით მოცული ბიოგრაფია, სიჭაბუკიდანვე სდევდა თან და "ვეფხისტყაოსნისმხატვრულ სამყაროშიც რეალობის არსებობის კვალს ამ თვალთახედვით ჩხრეკდა და იმ დროინდელ მატიანეთა ცნობებსაც ამ იმედით სინჯავდა. რასაც დამაჯერებლად მიიჩნევდა, რუსთველის ბიოგრაფიის დეტალებად აღიარებდა. და თანდათან ერთიანი ქარგის შევსებასა და ბუნებრივ გამთლიანებას ესწრაფოდა.

 

1966 წელს ალექსანდრე ბარამიძის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა რუსთველის კაბინეტი. გარკვეული პერიოდი თავად ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდა მას, შემდგომ ლევან მენაბდემ იტვირთა პასუხისმგებლობა და სწორედ მისი მოღვაწეობისას მომზადდა ის საგამოფენო ექსპოზიცია, რასაც დღესაც ვხედავთ, თუმცა, პერიოდულად იცვლებოდა ექსპონატები. 

თვითონ მშვენიერმა პოეტმა, უაღრესად განსწავლულმა პიროვნებამ, არაჩვეულებრივი პოეტური სმენის პატრონმა, რასაკვირველია, მშვენივრად იცოდა "ვეფხისტყაოსნის" ჭეშმარიტი ფასი, ამიტომაც პოემისთვის მის მიერ დართული კომენტარები უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის.

რუსთველის "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას საფუძველი XVIII საუკუნის 10-იანი წლებიდან ჩაეყარა, როდესაც 1712 წელს თბილისში, ვახტანგ მეექვსის მიერ დაარსებულ სტამბაში, გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემა. დღეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ვახტანგმა კრიტიკულად დაადგინა ტექსტი, გაცხრილა ის ინტერპოლატორთა ჩანართებისა და გაგრძელებებისაგან და დაურთო ვრცელი თარგმანი, ანუ კომენტარები.  

"მე, რუსთველი"... - ასე იწყებს პოეტი.
"მე, რუსთველოლოგი" - ასე ვიწყებ მე.
"წარმოშობითრომანტიზმის მკვლევარი გახლავართ... 
...რამ შემქმნა რუსთველოლოგად? 

რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დარგს, სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი ფუძემდებელი "სჯულმდებლად" წოდებული მეფე ვახტანგ მეექვსეა... 1712 წელს ვახტანგმა მის მიერვე დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში "სახარებასთან" ერთად "ვეფხისტყაოსანიც" დაბეჭდა, რაც ბუნებრივად პოემის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აღიარებასაც ნიშნავდა. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.