რას წარმოადგენდა საქართველო მაშინ, როდესაც რუსთაველი თავის უკვდავ პოემას ჰქმნიდა? რა პრინციპებს ემყარებოდა და რა იდეოლოგიით საზრდოობდა მაშინდელი ქართული საზოგადოება? როგორი იყო მაშინდელი მატერიალური კულტურა? განვიხილოთ თუ არა "ვეფხისტყაოსანი", როგორც ერთგვარი წყარო, რომელიც მწირი ისტორიული ცნობების შევსებაში თუ არა, თამამი ვარაუდების დაშვებაში მაინც დაგვეხმარება? რა მასშტაბების იყო მსოფლიო მაშინდელი ქართველის წარმოდგენაში? როგორი იყო საკუმონიკაციო საშუალებები, ბუნების აღქმა, განათლება, მედიცინა...

 
 
 

ქალ-ვაჟის სწორუფლებიანობის ის აზრი, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავს თხზულებაში არის გამოთქმული, მეტად დამახასიათებელია XII საუკუნის ქართული აზროვნების მაღალგანვითარებისათვის. მაგრამ ის არის საყურადღებო, რომ ქალთა სწორუფლებიანობის აზრი ქართულს მწერლობაში წინათაც ტრიალებდა...

...თამარის პიროვნულ თვისებებს ვერ დაიტევს მხოლოდ ერთი _ თინათინის ან ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახე, როგორც ჩანს, რუსთაველმა პროლოგში ნახსენები `შეფარვის~ ხერხით თამარის პიროვნება, ხასიათის ნიშან-თვისებათა მიხედვით, ორად გამიჯნა. ერთ მხარეს წარმოადგენს _ დინჯი, გონებით განსჯისმიერი თინათინი, თავისი მშვიდი მოწესრიგებული ცხოვრებით; მეორეს კი ემოციური, ფეთქებადი ბუნების ნესტანი, თანამდევი განსაცდელებითა და ფათერაკებით. 

...პოემა ორიგინალურია, პოემის ქება-დიდების საგანი თამარ მეფეა, მაშასადამე, ქართული ცხოვრების უტყუარი ფაქტებია მოთხრობილი ამ პოემაში და საკუთარი, როგორც გმირებისა, ისე ქვეყნების სახელები ალეგორიულია და მათი გაგება და ახსნა შესაძლებელია მხოლოდ თამარის დროის ისტორიის შესწავლა განხილვით, რადგან იმ დროის ისტორიის ამბები აქვს ამ ნაწარმოებს სარჩულად დადებულიო.

"ვეფხისტყაოსნის" მთავარი თემა, ლაიტმოტივი არის სიყვარული, მიჯნურობისა თუ მეგობრობის სახით. პოემაში ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ ჩრდილავს სხვა თემებს და მკითხველმა მათ შესაძლოა ნაკლები ყურადღება მიაქციოს, ან ვერც კი შეამჩნიოს ისინი. ამ ნაშრომში სწორედ ერთ ასეთ, ჩრდილში დარჩენილ თემაზე ვისაუბრებ. ვფიქრობ, რომ ინდოეთის მეფის, ფარსადანის კარზე გათამაშდა პოლიტიკური ინტრიგა, რომელშიც პოემის პროტაგონისტები – ნესტანი და ტარიელი მთავარ როლებს თამაშობენ.

...თინათინი ყველა გარეგნული თუ შინაგანი ნიშნით სრულად წარმოგვიჩენს თამარის სახის ოფიციალურ ვერსიას. ნესტანი კი თამარის სახის არაოფიციალური ვერსიაა – თამარი, ახლო რაკურსით დანახული...  

 
ლევან გოთუა
 ისტორიულმა ბედმა მძიმე, ხმალდაუშვები თავდაცვითი ბრძოლა გვარგუნა... და ომიც ისევე ყოფაში გადავიდა, როგორც ხვნა-თესვა, კალოს ლეწვა თუ მწიგნობრობა.
ასე ჩამოყალიბდა ფრიად თავისებური, გულადი და პურადი, ფიცხელი და თავისთავადი სვეტიცხოვლის სამყარო! მისი ძეთაგანია – შოთა... მისი სულთაგანია – "ვეფხისტყაოსანი"!
ერის ისტორიაში დიდი წიგნის გაჩენა დიდი თავდაცვითი ბრძოლის მოგებას უდრის.
უფრო მეტიც... მერმე იგი მუდამ გამარჯვების საწინდრად და იმედად რჩება.
ხშირად, ერის სულიერი სახის შესანახავად და შესამტკიცებლად წიგნი უფრო საჭიროა,
ვიდრე მუზარადი!...
მკაფიოსტრიქონი – ვიდრე შუბი!
მოწოდებრივი,ფეთქადი აზრი – ვიდრე გუნდი ლაშქრისა!...
ხოლო წიგნისეული გმირები, სამშობლოს დასაცავ ზღვართან, ისტორიული გმირების პირველ წყებაში დგანან!...
შოთა რუსთაველი... საქართველოა!
იგი სვეტიცხოვლის სამყაროს სულიერი არსის, ყოფისა და მისწრაფების ყველაზე უფრო ზედმიწევნით, სრულად და ხატოვნად
გამომხატველი, სიტყვიერ ქსოვილში მთქმელი!
ამიტომ არის, რომ მისი უკვდავი ქმნილება იქცა ქართული ენის უპირველეს წიგნად, ჩვენი ერის იდეურ, ესთეტიკურ და ზნეობრივ საზომად და ჩვენ მრავალსაუკუნოვან სულიერ სარბიელზე მართლაც და სვეტიცხოვლად დგას!

თამარ შარაბიძის წერილების სერია

 ...ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავტორს უთუოდ ეცოდინებოდა იმდროინდელი სამეფო კარის წეს-ჩვეულებანი, მითები და შესაბამის ჩაცმულობათა რიტუალური დანიშნულებანი, რომელთა პოეტურად გააზრებითაც "ვეფხისტყაოსნის" სიმბოლიკა – ტარიელის სამოსი და ნესტანის ვეფხვის სახე (და აქედან გამომდინარე – პოემის სახელწოდება) უძველესი მითების ლიტერატურულ წარმოსახვად წარმოგვიდგება.

"ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებული ხელის სამკაულებიდან აღსანიშნავია სამკლავე და სამხრე. სამკლავე ეწოდებოდა ერთ ან ორივე მკლავზე გარეშემოსაბმელს, რომელიც, ამავდროულად, თანამდებობის ნიშნადაც ითვლებოდა. ნესტანი ტარიელს წერილში თხოვს, "ესე სამკლავე შეიბი"-ო. ამ წერილიდან ჩანს, რომ სამკლავე სახელოებზე დამაგრებული ან დაკერებული კი არა, შესაბმელი და მოსახსნელი ყოფილა. ამასვე ამტკიცებს სამკლავის სხვა ტერმინიც – "საბამი მკლავისა", ამ ტერმინს ტარიელი იყენებს, როცა ამბობს, ასმათმა წერილთან ერთად "მომართვა ესე საბამი მკლავისა" და "მკლავსა შევიბი მაშინვეო".

 პოემის მიხედვით აბჯრის ნაკრებს "ტანი" ან "სრული აბჯარი" ეწოდებოდა: "კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი"; "სრული აბჯარი: საკაცო ქაფითა, საბარკულითა". სრული აბჯარი (ტანი) შედგებოდა ჯაჭვის, ხმლის, მუზარადის, საბარკულის, ქაფის, მშვილდ-ისრის, შუბის, ლახტისა და ლახვარისგან. არსებობდა აგრეთვე საკაცო და საცხენო აბჯარი.

...რუსთაველის ეპოქაში დრამა ეწოდებოდა სპილენძის წესიერი ჭედის მონეტებს და დრაჰკანთან და პერპერასთან შედარებით მცირე ღირებულების ფულს აღნიშნავდა (წესიერ მონეტას ჰქონდა ერთნაირი წონა და მოყვანილობა, აღებმიცემობის დროს გადიოდა თვლით, არაწესიერი კი - წონით). ერთი დრაჰკანი უდრიდა ათ-თორმეტ დრამას.
"ვეფხისტყაოსანში" ტერმინი დრამა ფულის მნიშვნელობით ხუთჯერ გვხვდება. მათგან სამჯერ ფულის უკნინეს ერთეულს აღნიშნავს

 და ბოლოს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შემთხვევითი არ არის პოემაში, მცენარეული სამყაროდან ყველაზე ხშირად ვარდის მეტაფორად გამოყენება, რადგანაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ვარდი, სხვა ყვავილებთან შედარებით, როგორც სხვა ხალხთა, ასევე ქართველთა რწმენა-წარმოდგენებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კვდომა-აღდგომის რიტუალებში: ადონისის, სულთმოფენობის, ჭიაკოკონობისა თუ ფერისცვალების დღესასწაულებში...

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.