
"ქ. მე შოთაი ჩემს ჟინვანის ქუნებასაცა შიგა ამას ვამტკიცებ, ვითა ამასა შიგან".
ეს შეიძლება შოთა რუსთაველის ხელრთვა იყოს. ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოება, რომ რუსთველს თამარის სამეფო კარზე საკმაოდ მაღალი სახელო (თანამდებობა) ეპყრა და ამ ტიპის დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა სავსებით ლოგიკურია


არსებობს სამეცნიერო კვლევები, სადაც პოეტი წარმოჩენილია როგორც მანიქევლობის მიმდევარი, ზოგიერთ შემთხვევაში კი – პანთეისტად, ან მატერიალისტად, ზოგჯერ ათეისტადაც კი მიიჩნევდნენ მას. ეს გამოკვლევები, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს, თუმცა, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით, რადგან პოემის რეალურ და ობიექტურ ანალიზს სრულიად საწინააღმდეგო დასკვნამდე მივყავართ.

ვეფხისტყაოსანში აირეკლა შუასაუკუნეობრივი ქალის კულტი, რომელიც ღვთისმშობლის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის, ანუ სულიწმინდის) რელიგიური კულტის სიმბოლური გამოხატულებაა, როგორც დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში, ასევე აღმოსავლეთის სუფისურ პოეზიაში. საქართველოში ქალის რელიგიური თაყვანისცემა გამოვლინდა თამარ მეფის კულტში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახა შავთელისა და ჩახრუხაძის სახელით ცნობილ ოდებში.

ამ უკანასკნელ ხანს მკვლევარნი სულ უფრო მეტად იხრებიან იმ აზრისკენ, რომ რუსთაველის აღმსარებლობა ქრისტიანული რელიგიის წიაღშია საძიებელი. მაშასადამე ისღა დაგვრჩენია, გამოვიძიოთ – რამდენად ეთანხმება ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მოძღვრებაში არსებული იდეები და დებულებები (რომელიც რუსთაველთანაც გვხვდება) ქრისტიანულ რელიგიურ ფილოსოფიას.

მან არ დაგვიტოვა თავისი თავი. სამაგიეროდ მოგვცა "ვეფხისტყაოსნის" პირას ოცნების ნება".

"ვეფხისტყაოსანი" გვიდასტურებს, რომ თავად პოეტმა ბიბლია დაუდო პოემას საფუძვლად და პოემით წარმოაჩინა ქართული სააზროვნო სისტემის მიერ აქცენტირებული ის თვალსაზრისი, ქართულენოვანი ბიბლიის პირველივე წინადადებიდან რომ ამოიკითხება - წინ წამოსწია ღვთიური განზრახვა და მთელი შესაქმის ღვთიური მიზანდასახულება.

რუსთაველის პოეტური სახე, მეტაფორა ასოციაციებით არის მოქსოვილი, შეკრული, გაცოცხლებული. ეს ფილოსოფიური, სოციალური, პოლიტიკური, მისტიკური, კოსმიური, რელიგიური, ყოფითი, ცხოვრებისეული ხასიათის ასოციაციები ავსებენ, ამაგრებენ, ამდიდრებენ, ამძაფრებენ, უსასრულობამდე აგრძელებენ ჩვენს ფანტაზიას, რადგან ფანტაზიაზე თამამები არიან, ქმნიან პოეტური წარმოდგენების ჯაჭვურ რეაქციას, გარდაიქმნებიან ოცნების ბიძგად, საყრდენად.

არასოდეს ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ,"ვეფხისტყაოსნის" პროლოგი მისივე ავტორის დაწერილია, მაგრამ იმის ამოცნობა მუდამ მაწვალებდა და მაინტერესებდა, როდის და რატომ დაიწერა "ვეფხისტყაოსანის’" პროლოგი და არის თუ არა იგი საერთოდ, პროლოგი "ვეფხისტყაოსნისა", თუ არის სულ სხვა რამ?!

...რაკი "ვეფხისტყაოსანი" ავტორისეული სათაურია, ხოლო "ვეფხისტყაოსანი" რომანტიკული პოემაა, სამიჯნურო-სარაინდო თხზულება (და არა საგმირო-სარაინდო), არის აუცილებლობა აიხსნას მიზეზი რუსთველის მიერ შუა საუკუნეებში საყოველთაოდ დამკვიდრებული ტრადიციის უარყოფისა.

...საკითხავია: რა არის, რუსთველის თვალში, სამართლიანობის საფუძველი, როგორც მორალური მცნებისა და მოთხოვნისა? უფრო ფართოდ რომ ვთქვათ: რა არის, რუსთველის ხედვით, მორალის, როგორც ასეთის, საფუძველი და სტიმული, სამართლიანობის მორალური მოთხოვნის ჩათვლით?


სილოვან ხუნდაძე

თამარის ეპოქამდე ქართველ ერს დიდი ხნის კულტურული მუშაობა მიუძღოდა. ეს მართლაც "ერთი მუჭა ხალხი" – ქართველი ერი, მიუხედავად მრავალრიცხოვანი მტრების განუწყვეტელი შემოსევისა და მათ წინააღმდეგ მუდმივი ომების წარმოებისა, კიდევ პოულობდა დროს კულტურული მუშაობისათვის და მე-9-10 საუკუნიდან უკვე მრავალ ადგილას იყო გაჩაღებული, კოლექტიური სამეცნიერო მუშაობა – როგორც საზღვრებს შიგნით, ისე საზღვარგარეთაც. უნდა ვიფიქროთ, რომ მაშინდელ დროს ჩვენში გონებრივად მომზადებული მუშაკი საკმაოდ ყოფილა, რომ შიგნით – სამშობლოს საზღვრებში – მუშაობას არ ჯერდებოდნენ და საზღვარგარეთაც აწესებდნენ ისეთს წარჩინებულ სამეცნიერო წრეებს, როგორნიც განსაკუთრებით ათონში, იერუსალიმში და სინას მთაზე იყვნენ. ამ გონებრივი ვარჯიშობისა და მუშაობის ნაყოფიერებას ჩვენი ერის ბუნებრივმა ნიჭიერებამაც ხელი შეუწყო და საზოგადოება მალე ისე მომწიფდა, რომ უკვე დავით აღმაშენებლის დროსაც მისი კულტურა საკმაო სიმაღლეზე იყო ასული, ხოლო თამარის დროს მან თავის კულმინაციურ წერტილს მიაღწია.
.....
"ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა"
"ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად"
და მრავალ სხვ.
.....
ამ უკანასკნელ ხანაში ბუნება გაცოცხლებულია, იგი მეტყველობს, – ავთანდილი მას ისე ტკბილად ესაუბრება, როგორც თავის სატრფოს, და მის მშვენიერებაში თავისი მიჯნურის მშვენიერებას ხედავს: – შოთასაც ისე სწამს, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომ "არს ენა რამ საიდუმლო უასაკოდაც და უსულთ შორის".

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა