შოთა რუსთველის პოემა ორმოცდაათამდე ენაზეა ნათარგმნი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  

 

ინგლისურ ლიტერატურაში პირველი ცნობები შოთა რუსთაველზე XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. "ბრიტანიკის" მეცხრე გამოცემაში /ტ.X,1979./ ნახსენებია შოთა რუსთაველის პოემა. აქ იგი ასეა დასათაურებული: "ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარული, ანუ ვეფხის ტყავით შემოსილი ადამიანი". ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ შოთა რუსთაველის სახელი შევიდა ჩემბერსის ენციკლოპედიაშიც. 1930 წლის გამოცემაში შეტანილია პარაგრაფი რუსთაველის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამჯერად პოემის სათაური მარჯორი უორდროპის თარგმანის მიხედვით არის მოტანილი.

 

 ...1964 წელს ჩილეს დედაქალაქ სანტ-იაგოში გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი. იგი ჩილელმა ლიტერატურულმა მოღვაწემ, ადვოკატმა გუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარომ თარგმნა. თარგმანს წამძღვარებული აქვს პროფესორ გაიოზ იმედაშვილის წინასიტყვაობა

გამოცემას წამძღვარებული აქვს ქართველ მეფეთა გენეოლოგია, მოკლე აღწერილობითა და ილუსტრაციებით. წიგნი მხატვრულად გაუფორმებია ქართველ მხატვარს – გიორგი აფხაზს, რომელმაც რომის იმპერიის თეატრში იღვაწა. გარეკანი სამფეროვანია – წითელი ფონით, თეთრი და შავი ზოლებით და სიმბოლურად უნდა აღნიშნავდეს ძველ ქართულ დროშას; წიგნი მეტად მცირე ტირაჟით არის გამოცემული და დიდ იშვიათობას წარმოადგენს... 

"ვეფხისტყაოსნის" სტრუქტურასა და პერსონაჟების ხატვის მანერაში "შაჰნამესა" და განსაკუთრებით ნიზამი განჯელის პოემების გავლენა შეიმჩნევა; თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ ამგვარი ელემენტები ქართველი პოეტის შთაგონების ზოგად წყაროდ მიგვეჩნია, რომელიც მას მეზობელი ქვეყნის კულტურიდან აუღია.

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.