საგულისხმოა, რომ "ვეფხისტყაოსნის" გმირთა გალერეაში არ არის დედის როლი. არც თინათინის დედა ჩანს, არც ავთანდილის, არც ტარიელის, არც ფრიდონის, არც ასმათის და არც სხვა პერსონაჟებისა. ხოლო ნესტანის მამის გვერდით ჩანს არა დედის როლში მყოფი დედოფალი, არამედ როგორც მხოლოდ დედოფალი.  

"ვეფხისტყაოსანში" ყველა სიბრძნე უმთავრესად ავთანდილის პირით არის გაცხადებული. გარდა ამისა, ავთანდილის მოქმედება კიდევ უფრო ავსებს და ავითარებს იმას, რასაც იგი, როგორც პერსონაჟი, ამბობს. ამდენად, ჩვენს წინაშეა უაღრესად ღრმა, მრავალპლანიანი პერსონაჟი, რომლის ყველა ქმედებას, ყველა საქციელს, ყველა სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მეტადრე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რას, როგორ და რანაირად მიესწრაფის ავთანდილი.

"ვეფხისტყაოსნის" უმთავრესი გმირები თავიანთ ნამდვილ არსს, პიროვნულ დასრულებულობას, სისავსეს სახლს გარეთ, უცხოობაში გამოავლენენ.
პოემის ახალგაზრდა გმირთაგან ერთადერთია თინათინი, რომელიც არ ტოვებს თავის სამკვიდროს და, ვითარცა სიბრძნის ხორცშესხმა, საკუთარ სახლში ბატონობს და განაგებს.  

...ნესტანი ის ქალია, რომელიც სხვა არავითარ კანონს არ ემორჩილება, სიყვარულის კანონის გარდა, სხვა არავითარ სიკეთეს არ ცნობს, სიყვარულის გარდა? თუ მისთვის სიყვარულზე უკეთესი მხოლოდ სიყვარულია და სხვა არაფერი, მაშინ ასეთი ნესტანი ჩემი, ჩვენი ნესტანია...

 
 
ილია ჭავჭავაძე
რუსთაველის ტიპებს იმ პატარა ჯუჯრუტანიდან სინჯვა კი არ უნდა, საიდანაც მარტო ქალთველი, კახელი, იმერელი და სხვა ცალკე სახელ–წოდებული კაცი დაინახება, არამედ იმ უშველებელ სარკმლიდან, რომ მთელს კაცად–კაცობას თვალი გადევლებოდეს, მის სრულ სიგრძე–სიგანესა და სიღრმე–სიმაღლეზედ...  

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.