აქ თავმოყრილი მასალა იმ თავგადასავალს ეხება, რაც
შოთა რუსთაველის გენიალურ პოემას 
შექმნიდან თითქმის
850 წლის მანძილზე გადახდა

 
ვანის ქვაბთა სამონასტრო კომპლექსში მრავლად მოიპოვება ქვაბის ბინადარი ქალების  წარწერები (XV ს.). მონასტერი თავდაპირველად  მამათა მონასტერი იყო, მაგრამ მე-14 საუკუნის  მიწურულიდან, დედათა ე.წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი) ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ,  მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ.50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV საუკუნის მეორე ნახევრით  თარიღდება.
წარწერები ეკუთვნის მონასტრის ბინადარ ქალებს, რომლებიც აქ იძულებით მოხვედრილან. ესენი არიან: გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვ. წარწერებში ქალები გოდებენ  თავიანთი მძიმე ხვედრის გამო; თავს ავედრებენ და ითხოვენ შველასა და შენდობას ღვთისმშობლისა და ღვთაების ხატისაგან. ზოგიერთი წარწერა ყოფითი ხასიათისაა და შეიცავს შემსრულებლის ბიოგრაფიულ ცნობებსაც. მაგ., გულქანის პროზაულ წარწერებში  ნათქვამია, რომ მასზე “ულამაზეს სულიერი დედამიწაზედა არ იარებოდა”. ის “ქალად და გასათხოვრად” მოუყვანია მანუჩარს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლექსითი წარწერები. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ანა რჩეულაშვილის წარწერაში ჩართული “ვეფხისტყაოსნის” ფრაგმენტი – უიმედობის გამომხატველი ორი სტროფი  ქაჯთა ტყვეობაში მყოფი ნესტანის წერილიდან. ამით ანა თავის უიმედო ყოფასაც ასახავს:
“ქ.ციხეს ვზი ეზო მაღალსა, თუალნი ძლივ შემომაცვდება, 
გზა გურაბითა შემოვლენ, მცველნი მაზედა დგებიან;
მაშიგან ორნი გუშაგნი ნაბადსა არ დაცდება,
მათსა შემბელსა დახოცენ, ცეცხლურებ მოედებიან.
ჩემო, ნუ მოხვალ ჩემზედა სხუათა მებრძოლთა წესითა,
ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა,
დამთქმეთა, დაგთმობ ჭირითა ამისგან უარესითა”.
ტექსტი აშკარად  წარწერილია ზეპირად, რის გამოც დამახინჯებულია, მაგრამ მისი მნიშვნელობა ქრთული ლიტერატურისათვის დიდია: ეს არის  “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი, რომელიც ორი საუკუნით უსწრებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს.  

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ  

 
 
ნიკოლოზ ზაბალოცკი

 თითოეულ წიგნს თავისი ბედი აქვს და ზოგი მათგანის
ბედი მართლაც განსაცვიფრებელია. "ვეფხისტყაოსანი" დაწერილია XII საუკუნის დამლევს, მაგრამ ის დღესაც ქართველი ხალხის საყვარელი წიგნია. საუკუნეთა მანძილზე გადადიოდა რუსთაველის პოემის ხელნაწერები გვარიდან გვარში, მამიდან შვილზე, ამ წიგნს ატანდნენ მზითევში, ხალხი მას იზეპირებდა, ხოლო მისდამი გულგრილად განწყობილ ადამიანს ბრიყვად თვლიდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხის მთელი თაობები აზროვნებდნენ რუსთველის ზნეობრივი კატეგორიებით, შედგენილი ჰქონდათ რა მისი აფორიზმებიდან პირადი და საზოგადოებრივი მორალის თავისებური კოდექსი

...ასე ეპყრობოდნენ სულიერი მამები შოთას ქმნილებას, ხოლო ამ ახალ სახარებას ვერას აკლებდნენ: იგი, მიუხედავად ათას დაბრკოლებათა, იკვლევდა თავის გზას და ჰპოებდა ბინას გლეხის ქოხშიაც და დიდებულთა დარბაზშიაც, ვინაიდან უკვე შექმნილიყო ქართველთა სულის ისეთივე საჭიროებად, ვით პური, წყალი და ჰაერი მათ ხორცთათვის.  

დიდ სასიხარულო ამბავში ჩასათვალია "ვეფხისტყაოსნის" ახალი, ჯერ სრულიად გამოუკვლეველი და შეუსწავლელი ხელნაწერის რუსეთში გამოჩენა. იგი 1853 წ. გაუტანიათ საქართველოდან...

სამეცნიერო ექსპედიციამ ფრესკის ფერად ფოტოებთან ერთად საქართველოში ჯვრის მონასტრის სხვა ფოტომასალაც ჩამოიტანა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია პოეტის ბიოგრაფიისათვის~ – ასე ასახავს მოვლენას `ქართული საბჭოთა ენციკლოპედია", მაგრამ მოდით, თვით ამ ექსპედიციის ხელმძღვანელს – ირაკლი აბაშიძეს მოვუსმინოთ...

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.