
ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში განლაგებული ისრებით
შემდეგ დააწკაპუნეთ. ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც

1985 წლის 23 მარტს ლენინგრადის ლენინისა და ოქტომბრის რევოლუციის ორდენოსანი კიროვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა ბალეტი "ვეფხისტყაოსანი" პროლოგითა და ეპილოგით. მუსიკის ავტორია სსრ კავშირის სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი ა. მაჭავარიანი; ლიბრეტო ეკუთვნის სსრ კავშირის სახალხო არტისტს, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს ი. გრიგოროვიჩს; დამდგმელი ბალეტმაისტერი – სსრ კავშირის სახალხო არტისტი, რსფსრ სახელმწიფო და ლენინური კომკავშირის პრემიების ლაურეატი ო. ვინოგრადოვი; მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი – ვ. მაჭავარიანი; სცენოგრაფია ეკუთვნის საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს თ. მურვანიძეს.

მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი თვითონ მონაწილეობდა პირველ აქტში მებრძოლთა ცეკვაში. დაიდგა ტარიელის დაბრუნება ხატაელთა ომიდან. იქ იყო ტარიელის არია ტექსტზე "შევუძახე" და ასე შემდეგ.…მამა მღეროდა ამას და გუნდთან ერთად. თუ არა ვცდები, ისმოდა "შევსვათ წითელ-წითელი", გუნდისათვის ხალხური მოტივები იყო გამოყენებული და ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ცეკვა სრულდებოდა.


1966 წელს სრულიად საქართველომ დიდი ზეიმით აღნიშნა გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე.
მოვლენას მსოფლიო რეზონანსი მიეცა. საქართველოს პარტიისა და მთავრობის საგანგებო დადგენილების შესაბამისად, რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადებაში აქტიურად ჩაერთვნენ კულტურისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენლები: თეატრისა და კინოს მოღვაწეები, კომპოზიტორები და მხატვრები, მეცნიერები და მწერლები, წამყვანი ფოლკლორული კოლექტივები, ცალკეული მუსიკოს-შემსრულებლები. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ზემდგომმა ორგანოებმა საგანგებო მისია დააკისრეს: მას საიუბილეოდ უნდა მოემზადებინა ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსნის" თემაზე.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისათვის უკვე მსოფლიოში აღიარებული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი თავისი შემოქმედების ზენიტში იყო და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობდა. ანსამბლის ამგვარ შთამბეჭდავ წარმატებებს განაპირობებდა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის უდიდესი ტალანტი და ძალისხმევა, 60-იანი წლების მოცეკვავემსახიობთა უძლიერესი შემადგენლობა, რომელთა შორისაც გამოირჩეოდნენ დახვეწილი ტექნიკისა და ინდივიდუალური ხელწერის მქონე ბრწყინვალე სოლისტები...




ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა