რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. აერთიანებს 40-ზე მეტ სახეობას. ხალხში `ნარის~ სახელწოდებით მოიხსენიება ბალახოვანი ეკლიანი მცენარის რამდენიმე სახეობა 

"ბაღსა შევვლე, არა დამხვდაკაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი,
მითხრა: "ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელიდა დაუმჭნარი!"

 

ვარდისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. ცნობილია 40-მდე სახეობა. საქართველოში 2 სახეობაა. ჩვეულებრივი ნუში კულტურაში უხსოვარი დროიდან არის. არსებობს მისი მრავალი ჯიში. ნაყოფი იჭმევა, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, მედიცინაში და სხვ.

"პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა,
ნუში გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.
მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისი ხელითა;
სულთქვამს, იკითავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა."

ხარისძირათა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. აერთიანებს 50-მდე სახეობას. საქართველოში არის 4 სახეობა. მათგან ყველაზე გავრცელებულია ყანის, ანუ აღმოსავლური სოსანი და ველის სოსანი. ყანის სოსანს აქვს მოწითალო იისფერი, მუქი ვარდისფერი, იშვიათად მოლურჯო ან ლურჯი ყვავილი; ველის სოსანს – კაშკაშა იისფერი ყვავილი. 

"დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი,
პიროქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი
მეფესა გასვლად აწვევდა, მოდგა თეთრტაიჭოსანი"

ხშირი, უღრანი ტყე 

"მოახსენა: "მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,
არა კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად."

"მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა,
კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;"

მცენარეული წარმოშობის რთული ნივთიერებები. საქართველოში გავრცელებულ მცენარეთაგან ფისს გამოყოფს ფიჭვი, ნაძვი, ღვია, კევის ხე და სხვ. 

"მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტამსაცა სხვასღა ვისსა,
ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!"

ზოგჯერ "ფოთლის" მნიშვნელობით იხმარება. ფოთოლი – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, სადაც არაორგანული ნივთიერებებისაგან მზის ენერგიის ხარჯზე ორგანული ნივთიერებები წარმოიქმნება. 

"ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,
ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან."

ფშატისებრთა ოჯახის მცენარე. ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. ჩვენში ჩვეულებრივ ბუჩქად იზრდება. ისხამს წვნიან, სურნელოვან, სასიამოვნო მჟავე გემოს, ვიტამინებით მდიდარ ნაყოფს. ქაცვის ზეთი გამოიყენება მედიცინაში 

"რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,
ქაცვი ლეწამმან, ზაფრანი იმსგავსოს ფერად მინამან."

ქვრიმი, იგივე ქვრიმა და ფეტვი სინონიმები არ არის. ისინი ორი სხვადასხვა ფეტვნაირი მარცვლოვნის სახელწოდებებია. "ვეფხისტყაოსანში" ქვრიმი და მარგალიტი ისეა ერთმანეთთან დაპირისპირებული, რომ რამდენადაც მარგალიტი უძვირფასესად არის მიჩნეული, იმდენად ქვრიმი უკნინესი ღირებულების მარცვლოვნად არის ნაგულისხმევი. თუმცა, ქვრიმი თავისი სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებებით საყურადღებო მცენარეა და საქართველოში ძველთაგანვე მოჰყავდათ 

"მათ სხვათა მათი ამბავი  თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
მონამან უთხრა: "ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:
მე მარგალიტი მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,
ჩემი ამბავი ამბავთა თვენთაგან უკეთესია."

ყაყაჩოსებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. შეიცავს 100-მდე სახეობას. საქართველოში 12 სახეობაა. კულტურაში ცნობილია ყაყაჩოს ერთი სახეობა – ხაშხაში (ველურად ეს მცენარე არ იზრდება, თუმცა ზოგან გაველურებულია). ხაშხაშისაგან იღებენ ალკოლოიდებს – მორფიუმსა და კოდეინს 

"მომკალ, ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!
სული ვარდსა დავამსგავსე, თავმოხდილი – ყაყაჩოსა;"

"მაღალი და მსხვილი ბალახი" (სულხან-საბა ორბელიანი). შამბიანი, იგივეა, რაც შამბიანი: მაღალი ბალახნარი, შამბით დაფარული ადგილი

"ცხენი გავქუსლე იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა,
ვეღარ მიუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა."

სიმინდის, ღომის, ბრინჯის, ლელისა და სხვ. კულტურულ და ველურ მარცვლოვანთა გამხმარი ღეროები და ფოთლები.

"ფრიდონ მდაბლა თაყვანისსცა, ჰკადრა მადლი მეტისმეტი:
"მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი?
ჩემი ლხინი მუნამდისა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!"

იგივეა, რაც მტირალა ტირიფი. ტირიფისებრთა ოჯახის ტირიფის გვარის ერთ-ერთი სახეობა. 15 მ-მდე სიმაღლის ხეა. აქვს გრძლად ჩამოშვებული წვრილი და დრეკადი ტოტები. მის სამშობლოდ მიიჩნევენ ჩრდ. ჩინეთს ან ირანს 

"დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა,
დააცთუნნა, მაგრა მისთვის, აალმასნა, არ აძეწნა"

ხავსები მიეკუთვნებიან უმაღლეს მცენარეთა ყველაზე პრიმიტიულ განყოფილებას – ხავსნაირებს. თესლოვანი მცენარეებისაგან განსხვავებით მრავლდებიან მიკროსკოპული, ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი, იშვიათად ორ – და რამდენიმეუჯრედიანი, სტრუქტურით  – სპორით... დედამიწაზე 16 ათასამდე (სხვა მონაცემებით, 25 ათასამდე) სახეობის ხავსია გავრცელებული. საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილია ხავსის 800-მდე სახეობა

"ვარდი შექმნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა ხავსია,
მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია"

ზოგადი სახელწოდება მერქნიანი მცენარეებისა, რომლებსაც კარგად განვითარებული მთავარი ღერო და მიწის ზედაპირიდან მაღლა განლაგებული ვარჯი აქვთ (ბუჩქი, ხისგან განსხვავებით, მიწის ზედაპირიდანვე იტოტება). საქართველოში გავრცელებული უმთავრესი ხეებია: წიფელი, რამდენიმე სახეობის მუხა, რცხილა, ნეკერჩხლის სახეობები, ცაცხვი, ნაძვი, სოჭი, ფიჭვი და სხვ.

"წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
ხე დიდრონი, თვალუწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი;"

სარედაქციო ჯგუფი კონსულტაციისთვის მადლობას უხდის თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომელს

ბატონ ჯონდო ჩიკვაიძეს

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.