მიიღება აბედა სოკოების (აბედოვნების) ერთ-ერთი სახეობის - ნამდვილი აბედას საგანგებოდ დამუშავებით. სოკოს ხანგრძლივად ხარშავენ ნაცარ-ტუტის ხსნარში, შემდეგ ნელთბილ ნაცარში ჩაფლავენ; რომ გამოშუშდება, დაბეგვავენ. ტალკვესის ნაპერწკლით ცეცხლი ადვილად ეკიდება, უალოდ იწვის. აბედა სოკოების ოჯახი აერთიანებს 1500-მდე სახეობას. იზრდებიან როგორც ცოცხალ, ისე გამხმარ ხეებზე. ნამდვილი აბედა პარაზიტობს უმთავრესად წიფელზე, მუხაზე, მურყანზე, არაყზე, თუთასა და სხვ. 

"შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი ვითა აბედი კვესითა;
მომშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა"

 

ტირიფისებრთა ოჯახის ვერხვის გვარის ერთ-ერთი სახეობა. მაღალი, ტანწერწეტა ხეა (სიმაღლე 40 მ-ს აღწევს). მისი სამშობლოა ცენტრ. აზია. საქართველოში უხსოვარი დროიდან აშენებენ. ძველად, როგორც ჩანს, "ალვის ხე" ეწოდებოდა პირამიდულ კვიპაროზსაც ("სარო", "ალვის ხე" – სულხან-საბა ორბელიანი)

"ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო, დამრგა, მახია;
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია
აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია."

ბამბისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. ცნობილია 35 სახეობა (5 სახეობა შეტანილია კულტურაში). ბამბის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია აშშ, მექსიკა, ბრაზილია, პერუ, ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი, უზბეკეთი, ეგვიპტე, სუდანი და სხვა. წარსულში ბამბა მოყავდათ საქართველოშიც. საქართველოში ბამბის ნართის გამოყენების შესახებ ცნობას გვაწვდის ჰეროდოტე (ძვ. წ. V ს.). ბამბის ნაყოფი რამდენიმებუდიანი კოლოფია, რომელშიც გრძელი ბოჭკოებით დაფარული თესლია. ყოფაცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობაში "ბამბას" ასეთი ბოჭკოების მასას უწოდებენ

"ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან
მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან;"

ზოგიერთი მცენარის წვეტიანი გამონაზარდი; ფოთლის, ღეროს და ფესვის სახეცვლილება. მთელი ფოთლის სახეცვლილებაა, მაგ. კოწახურის, ხურტკმელის და სხვ. ეკალი; ფოთლის შუა ძარღვისა _ ბაძგის, გლერძის და სხვ. ეკალი; სახეცვლილი ყლორტია კუნელის, მაჟალოს, პანტისა და სხვ. ეკალი. ევოლუციის პროცესში წარმოიშვა როგორც მცენარის ცხოველებისაგან თავდაცვის საშუალება

"მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე;
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, ეკალთამცა რად ვეფხანე?!"

ვარდისებრთა ოჯახის ვარდის გვარის საბაღო ფორმების საერთო სახელწოდება. ცნობილია 25 ათასამდე ასეთი ფორმა. მთელ მსოფლიოში ველური ვარდის – ასკილის 400-მდე სახეობაა გავრცელებული (საქართველოში 30 სახეობაა). ვარდის ყვავილი, გარდა იმისა, რომ სიხარულს ანიჭებს ადამიანს, გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში 

"ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად."

უტყეო, ბალახოვანი მცენარეულობით დაფარული ვრცელი ვაკე. ასეთ ვაკეს რუსეთში უწოდებენ სტეპს, უნგრეთში – პუშტას, ჩრდ. ამერიკაში – პრერიას, სამხ. ამერიკაში –  პამპას. ჩვენში ველი უფრო აღმ. საქართველოშია (უმეტესად მეორეულია ტყის გაჩეხვის შემდგომაა განვითარებული). მთელ მსოფლიოში ველი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნით 

"თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!"

ტირიფისებრთა ოჯახის გვარი. ცნობილია ამ გვარის 100-ზე მეტი სახეობა. საქართველოში 7 სახეობაა გავრცელებული. სახელწოდება `ვერხვი~ ჩვეულებრივ იხმარება ერთი მათგანის – მთრთოლავი ვერხვის აღსანიშნავად. ეს არის 25 მ-მდე სიმაღლის ხე. მოქნილი ვარჯი აქვს. ფოთლები ქარის ოდნავი შემობერვისას თრთის და შრიალებს 

"საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,
ვითა ვერხვი ქარისაგან, ირხევის და იკეცების;"

ზამბახისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. აერთიანებს 80-მდე სახეობას. ბალახოვანი ბოლქვიანი, უფრო ზუსტად, გორგლ-ბოლქვიანი მცენარეებია. ყვავილი პირდაპირ გორგლ-ბოლქვიდან ამოდის. საქართველოში 6 სახეობაა, ყველა – ერთი მეორეზე მშვენიერი. ხმელთაშუაზღვეთის ქვეყნებში მოყავთ ზაფრანის ერთი სახეობა, რომლის ყვავილი სუნელსანელებლად გამოიყენება. ჩვენში "ზაფრანას" არასწორად უწოდებენ რთულყვავილოვანთა ოჯახის ტაგეტესის გვარის სახეობებს, რომლებსაც აშენებენ ყვავილნარებში. მათ ყვავილს იყენებენ კულინარიაში

"აწ ზაფრანია, ვის წინას, ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მონახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია;"

იისებრთა ოჯახის გვარი. ბალახოვანი მცენარეებია. აერთიანებს 500-მდე სახეობას. საქართველოში 27 სახეობაა, მათგან ერთი – სწორრქიანი ია – საქართველოს ენდემია, იზრდება სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში, სუბალპურ დაალპურ მდელოებზე. ყველა სახეობა მშვენიერია 

"გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე;
მერმე მოდი, ლომო, მზესა, შეგეყრები, შემეყარე;"

"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების;
მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭკნების;"



იგივეა, რაც კოკორი: გაუშლელი ყვავილი, საყვავილე კვირტი

"კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი"

"მე მოვალ მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა, სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა"

ყამირი და ნასვენი, "უნამუშავარო მიწის" (სულხან-საბა ორბელიანი) ზედა ფენა, რომელსაც სიმკვრივეს სძენს უმეტესად მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილები (ფესვები, ფესურები და სხვ.). ყალიბდება ადგილებში, სადაცკარგი ბალახნარია

ნუ გიკვირს მისი ვერნახვა და დაყოვნება ხანისა!
მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა;"

მარცვლოვანთა ოჯახის მცენარე. სწორი, დრეკადი, 1-1.5მმდე სიმაღლის ღერო აქვს. იზრდება ჭაობებში, ტბების, მდორე მდინარეებისა და არხების ნაპირებზე

"მუზარადი მოეხადა, შვენის აკრვა თმასა ლელსა,
მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა."

მარცვლოვანთა ოჯახის მცენარე. სწორი, ლელზე უფრო მსხვილი (4სმ-მდე დიამეტრის) და მაღალი (2-4მ) ღერო აქვს. იზრდება ზღვების, ტბების, მდინარეებისა და არხების ნაპირებზე

"საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და–ცა–ეზროს,
ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს"

ძველად ნიშნავდა "ნორჩს, ახალმოზარდს" (სულხან-საბა ორბელიანი). თანამედროვე ქართულში ანატომიური ტერმინია – ასე ეწოდება ადამიანის ცხოველის რომელიმე ორგანოს გამონაზარდს თუ განშტოებას 

"ტარიელსა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოიკითხეს;"

იგივე ნარგიზი. ამარილისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარი. აერთიანებს 60-მდე სახეობას. საქართველოში ნარგიზი ველურად არ იზრდება, მაგრამ ძველთაგანვე ცნობილია მისი საბაღო ფორმები 

"მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა
ცხელი ცრემლი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა"

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.