"ვეფხისტყაოსანში" მეფეთა სამოსელის შესახებ ცნობათა სიმცირის მიუხედავად, აშკარაა, რომ მეფეთა სამოსელი განსხვავებულია – როსტევანმა თინათინი "დასვა და თავსა გვირგვინი დაადგა თავის ხელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა".
სპეციალური ლიტერატურის მიხედვით, მეფეთა სამოსელი ორგვარია: სადარბაზო და ჩვეულებრივი (საშინაო). ამავდროულად, მიჩნეულია, რომ მეფეთა სამოსელი შედგებოდა შესამოსელისა და შესამკობელისგან. შესამოსელს შეადგენდა პოდირი, ბისონი და პორფირი, თავსაბურავს – გვირგვინი და მიტრა, სკიპტრა კი სამეფო ნიშანი იყო. სამეფო თავსამკაულად ითვლებოდა დიადემა – ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მოთვალული აბრეშუმის თავსაკრავი.
მეფის შესამოსელი და სამკაული აღწერილი აქვს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს: მამამ "თვისითა ხელითა დასუა საყდარსა თვისსა ძე თვისი დიმიტრი... და დაადგა თავსა შუენიერსა გვირგვინი ქუათაგან პატიოსანთა. შეარტყა წელთა ძლიერი მახვილი... და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა". 
 
WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ 

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ თინათინის სამოსელი თამარ მეფის ფრესკებზე გამოსახული სამოსელის მსგავსი იყო, თუმცა, დაბეჯითებით, ამის თქმა გაჭირდება, რადგანაც რუსთაველი პოემაში გადმოგვცემს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ამბავს. ალბათ, ამიტომაც იკავებს თავს ავტორი მეფეთა შესამოსელის აღწერისგან, თუმცა, სამეფო კარის სხვა წარმომადგენელთა სამოსელის გადმოცემისას იყენებს ქართულ ტერმინებს (ზოგი, სპეციალური ლიტერატურის მიხედვით არაქართული წარმოშობისაა), რომლებიც ქართველთა ყოფაში უახლოეს წარსულამდე არსებულ სამოსელს ან მის ნაწილებს აღნიშნავენ, მაგ. კაბა, ჯუბა, ყაბაჩა, პერანგი, სარტყელი, ქუდი, რიდე, სამკლავე და სხვ.აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური ლიტერატურის მიხედვით, ქართველ მეფეთა შესამოსელი, შესამკობელი და სამეფო ნიშნები ბიზანტიიდან უნდა მომდინარეობდეს.
 "ვეფხისტყაოსანში" ხშირად არის მოხსენიებული ვაჭართა სამოსელი, ტერმინით - "ვაჭრული", მაგ: "სამოსლისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა"; "ფატმან ნახა, გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსველად" და სხვა.აღნიშნული ამონაწერებიდან ჩანს, რომ ვაჭართა სამოსელი ჯუბა ყოფილა. ამის შესახებ პირდაპირ ამბობს მებაღე, რომელიც ფატმანს უამბობს: გულანშაროში ჩამოვიდა "ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავანისა დიდისა;//შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა"-ო. როგორც ჩანს, ვაჭარს მხოლოდ ჯუბა არ ეცვა, მას რიდის ტარებაც შეეძლო.
XIIს-ის ასტრონომიულ ტრაქტატში, მინიატურაზე გამოსახულია ვაჭრის ტიპი, რომლის სამოსელიც, სავარაუდოდ, ჯუბა უნდა იყოს. ვაჭარს აცვია გრძელი შარვალი, აქვს სარტყელი და უჩანს ჯიბეები. მონათა სამოსელის შესახებ "ვეფხისტყაოსანში" შემდეგი ცნობებია: "მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითამონა მონურებ მოსილი, სხვანი მგზავრულებ ხამითა" ;"მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს სრულითა";"გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები".მაინც როგორი იყო მონათა სამოსელი, "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით უცნობია, ერთადერთი, რაც ჩანს, ფრიდონის მონები ოქროს სარტყელს ატარებდნენ. მონათა სამოსელის შესახებ ცნობები არც წყაროებში მოგვეპოვება, გვაქვს მხოლოდ კედლის მხატვრობის ნიმუში, რომლის მიხედვითაც, მამაკაცს, რომელიც მონად არის მიჩნეული, აცვია მოკლე შარვალი და უსაყელო, ყელიდან გვერდზე ჩახსნილი პერანგი, წელზე სარტყლით.სამოგზაურო სამოსელს საქართველოში ეწოდებოდა საღარიბო (ღარიბი - არაბულად მოგზაურს ნიშნავს). ტერმინი "საღარიბო" გვხვდება "ვეფხისტყაოსანში" - ავთანდილმა "წელსა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა". როგორც ჩანს, საღარიბო სამოსელი შინნაქსოვი, ხამი ქსოვილისაგან იკერებოდა - "მონა მონურებ მოსილი, სხვანი მგზავრულებ ხამითა".რა ფორმის იყო სამოგზაურო - საღარიბო სამოსელი, "ვეფხისტყაოსნის"  მიხედვით უცნობია, თუმცა, წყაროებისა და ზეპირსიტყვიერების მიხედვით შესაძლებელია ქართველთა აღნიშნული სამოსელის შესახებ ცნობების მოძიება. მაგ: ერთი ხევსურული ლექსის მიხედვით, ბარამს უბოძა ბატონმა თეიმურაზმა საღარიბო ტყავ-კაბა. იტალიელი მისიონერის – არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, ოდიშში მამაკაცსუნდა ჰქონოდა კარგი ნაბადი, მეტად საჭირო იქაური წვიმების გამო, და, აგრეთვე, წაღები, დეზები და ყოველივე საცხენოსნო მოწყობილობა.
"ვეფხისტყაოსანში" ხშირად არის მოხსენიებული ვაჭართა სამოსელი, ტერმინით - "ვაჭრული", მაგ: "სამოსლისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა"; "ფატმან ნახა, გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსველად" და სხვა.აღნიშნული ამონაწერებიდან ჩანს, რომ ვაჭართა სამოსელი ჯუბა ყოფილა. ამის შესახებ პირდაპირ ამბობს მებაღე, რომელიც ფატმანს უამბობს: გულანშაროში ჩამოვიდა "ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავანისა დიდისა.. შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა"-ო. როგორც ჩანს, ვაჭარს მხოლოდ ჯუბა არ ეცვა, მას რიდის ტარებაც შეეძლო. XIIს-ის ასტრონომიულ ტრაქტატში, მინიატურაზე გამოსახულია ვაჭრის ტიპი, რომლის სამოსელიც, სავარაუდოდ, ჯუბა უნდა იყოს. ვაჭარს აცვია გრძელი შარვალი, აქვს სარტყელი და უჩანს ჯიბეები. მონათა სამოსელის შესახებ "ვეფხისტყაოსანში" შემდეგი

ცნობებია: "მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითამონა მონურებ მოსილი, სხვანი მგზავრულებ ხამითა" ;"მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს სრულითა";"გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები". მაინც როგორი იყო მონათა სამოსელი, "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით უცნობია, ერთადერთი, რაც ჩანს, ფრიდონის მონები ოქროს სარტყელს ატარებდნენ. მონათა სამოსელის შესახებ ცნობები არც წყაროებში მოგვეპოვება, გვაქვს მხოლოდ კედლის მხატვრობის ნიმუში, რომლის მიხედვითაც, მამაკაცს, რომელიც მონად არის მიჩნეული, აცვია მოკლე შარვალი და უსაყელო, ყელიდან გვერდზე ჩახსნილი პერანგი, წელზე სარტყლით.სამოგზაურო სამოსელს საქართველოში ეწოდებოდა საღარიბო (ღარიბი - არაბულად მოგზაურს ნიშნავს). ტერმინი "საღარიბო" გვხვდება "ვეფხისტყაოსანში" - ავთანდილმა "წელსა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა". როგორც ჩანს, საღარიბო სამოსელი შინნაქსოვი, ხამი ქსოვილისაგან იკერებოდა - "მონა მონურებ მოსილი, სხვანი მგზავრულებ ხამითა".რა ფორმის იყო სამოგზაურო - საღარიბო სამოსელი, "ვეფხისტყაოსნის"  მიხედვით უცნობია, თუმცა, წყაროებისა და ზეპირსიტყვიერების მიხედვით შესაძლებელია ქართველთა აღნიშნული სამოსელის შესახებ ცნობების მოძიება. მაგ: ერთი ხევსურული ლექსის მიხედვით, ბარამს უბოძა ბატონმა თეიმურაზმა საღარიბო ტყავ-კაბა. იტალიელი მისიონერის – არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, ოდიშში მამაკაცსუნდა ჰქონოდა კარგი ნაბადი, მეტად საჭირო იქაური წვიმების გამო, და, აგრეთვე, წაღები, დეზები და ყოველივე საცხენოსნო მოწყობილობა.
ზოგადად, სამოსელს აქვს ქვედა და ზედა ნაწილი, ან მხოლოდ ერთ-ერთი, ძველად მათ ზედაგვამს და ქვედაგვამს უწოდებდნენ, "ვეფხიტყაოსნის" მიხედვით ტანსაცმელს ეწოდება "შესამოსელი" ("შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა;") ან – "სამოსელი" ("მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა").ზედა და ქვედა სამოსელის შიგნით ჩასაცმელს X-XII სს-ის წყაროების მიხედვით, საცვალი ეწოდება. ზედა საცვლის სახელებიდან "ვეფხისტყაოსანში" გვხვდება პერანგი ("დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდენი,//მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი წმიდები"). ზედა სამოსელის სახელებიდან "ვეფხისტყაოსანში" გვხვდება: "კაბა", "ჯუბა" (ჯუბაჩა) და "ყაბაჩა" (ყაბარჩა).საქართველოში ორივე სქესის ადამიანის ზედა სამოსს კაბა (ყაბა, ეწოდებოდა). ქალისა და მამაკაცის კაბათა შორის განსხვავება სიგრძესა და ზოგიერთ თავისებურებაში გამოიხატებოდა, თუმცა, "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით კაბა მხოლოდ მამაკაცისსამოსელს ერქვა. სიტყვა "კაბა" ნასესხებია სპარსულიდან.
თინათინის გამოგზავნილ მონა ზანგს საწოლში მჯდომი ავთანდილი პერანგის ამარა დახვდა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, რომ თინათინი იბარებდა, "ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა". როგორც ჩანს, კაბა იყო ჩვეულებრივი სამოსი, რომელსაც პირდაპირ პერანგზე იცვამდნენ; ზღვათა მეფემ "ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი,//ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი,//თითო კაბა თვალიანი, უცხოფერთა შუქთა მფენი"; გასტუმრებისას ავთანდილს ფატმანმა "უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები"; ხატაელებზე გამარჯვებული, ინდოეთში ზეიმით დაბრუნებული ტარიელი ამბობს: "ომგადახდილსა მშვენოდეს მე ენიანი კაბანი".
ჟამთააღმწერლის (XIVს.) მიხედვით, ტერმინი "კაბა", როგორც ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სამოსის სახელი, გვხვდება დავით ნარინის (XIIIს. II ნახ.) ამბის გადმოცემისას, როდესაც მონღოლები მოულოდნელად "ზედა დაესხნეს ქუთათისს, აბანოსა და შინა მყოფსა მეფესა, და ძლით შეესწრა ცხენსა: ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა"-ო; ქალის სამოსელად კი კაბა მზითვის წიგნებშია დასახელებული.

დასასრული 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.