რამაზ პატარიძე

როდის დაიწერა "ვეფხისტყაოსანი"?
"ვეფხისტყაოსნის" წინათქმის სტროფების თანმიმდევრობის დალაგების შედეგად გამოირკვა, რომ პოემა დაწერილია 1184-1189 წლებში. მაგრამ ეს "ვეფხისტყაოსნის" შექმნის ვარაუდად რჩებოდა, მეცნიერი ქალის - ეთერ ბასილაშვილის ბრწყინვალე მიგნება რომ არა!
1997 წელს "კალმასობის" დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა ეთერ ბასილაშვილის გამოკვლევა სათაურით: "მარგალიტი წყობილი".
მეცნიერმა ქალმა ამოიცნო "ქვემორე" სტროფი "ვეფხისტყაოსნისა", რომელსაც "წინათქმა" უთითებს:
7.1. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია...
7.4. მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, იქია.
ეს "ქვემორე" სტროფი "ვეფხისტყაოსნის" ბოლოთქმის ერთადერთი სტროფი ყოფილა:
"ქართველთა ღმრთისა ნათლისა, ვის მზე მსახურებს არებლად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად;
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს სხივთა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად."
ამ სტროფის პირველი, მეორე და მეოთხე ტაეპების მუხლთა დასაწყისი ასოებით იკითხება: ქ-ვ-ე-მ-ორ-ე.  დადასტურდა პავლე ინგოროყვას ვარაუდი: ეს "ქვემორე" სტროფი "ვეფხისტყაოსნის" ეპილოგის -  ბოლოთქმის ერთადერთი სტროფი ყოფილა. ამ "ქვემორე" სტროფში ორი ნაცვალსახელი იკითხება: მეორე ტაეპში - მათად და მეოთხე ტაეპში -  მათთა. ამ ნაცვალსახელებში ეთერ ბასილაშვილმა ქართული წელთაღრიცხვის - ქორონიკონის აღმნიშვნელი რიცხვები ამოიცნო; მათად=( 40*10)+(1*4)=404; მათთა=( 40*10)+(9*1)=409. ქართული ქორონიკონის 404 წელი: 780+404=1184 წელია, ხოლო ქართული ქორონიკონის 409 წელი: 780+409=1189 წელია. ეთერ ბასილაშვილის მიგნება სამართლიანია, რაკი ძველ ქართულ წარწერებში წელთაღრიცხვის აღმნიშვნელ რიცხვებად სწორედ ამ ნაცვალსახელებს იყენებენ.
ამგვარად, 
"წინათქმის" მეოთხე სტროფში:
4.1. "მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა... " რუსთველი შეფარულად გვეუბნება, რომ მას დიდებულებმა უბრძანეს დაეწერა თამარ მეფის ქება 1184 წელს.
ხოლო "ქვემორე" სტროფში რუსთაველი გვამცნობს:
"ესე ამბავი გავლექსე", ანუ დავწერე "ვეფხისტყაოსანი" 1184-1189 წლებში.

გარდა ამისა, იმავე "ქვემორე" სტროფში, ყოველი ტაეპის მეორე მუხლის დასაწყისი სიტყვების მეშვეობითა და მესამე ტაეპის შემწეობით, ეთერ ბასილაშვილმა ამოიკითხა ის, რაც მხოლოდ გადმოცემით ვიცოდით: 
"ვისმე ერთ დასა ერთმევის - ვინ არის თამარ"
ე.ი. 1189 წელს "ვეფხისტყაოსანი" შოთა რუსთველს თამარ მეფისთვის მიურთმევია. 

 

გრიგოლ ორბელიანი

დრომან, შემუსვრის მან მოყვარემან,
ვერა შემუსრა მის თხზულებანი;
ღამესა ბნელსა ვით მთოვარემან,
ბრწყინვით განაღო საუკუნენი 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.