გია მურღულია

ჟურნალი "ბალავარი" N 4-6; 1988 წ.   

ბოროტების გზა ფართო და ადვილად სავალია, ამიტომ მრავალი სწორედ ამ გზას ირჩევს. სიკეთის გზა კი ვიწრო და ძნელად სავალია, ამიტომაც ცოტანი თუ ხელიწიფებენ მასზე სიარულს. მაგრამ ეს ადამიანთა სასიარულო გზაა. თავად სიკეთე რა გზით დადის? მისი ბილიკიც ვიწროა, მაგრამ რაკიღა მისი გამარჯვება საბოლოოდ გარდაუვალია, ბოროტების უღრანშიც კი ერთადერთი საცალფეხო ბილიკიც რომ მიიკლაკნებოდეს, ამ ბილიკით გაივლის იგი და საკუთარ უძლეველობას დაამტკიცებს. ეს რწმენა ჩანს "ვეფხისტყაოსანში", რაც მის კომპოზიციაში მეტად საინტერესო ტენდენციის სახით ვლინდება. "ვეფხისტყაოსანი" - ეს არის, ერთი შეხედვით, მოულოდნელ შემთხვევითობათა ჯაჭვი, რომელიც გაბმულია დასაწყისიდან დასასრულისაკენ. ეპიზოდები ისე ებმის ერთმანეთს, რომ თითქმის ყოველთვის, როდესაც ტარიელისა და ნესტანის ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე თითქოსდა გადაულახავი დაბრკოლება აღიმართება ხოლმე და არსებობს მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა ამ დაბრკოლების გადასალახავად, ასეთ შემთხვევაში მაინცდამაინც ის გამოჩნდება ხოლმე. არსებობს მრავალჯერ მრავალი შესაძლებლობა იმისა, რომ ავთანდილის ძიება (მანამდე  - ზოგიერთი სხვა წინაპირობა პოემაში მოთხრობილი ამბის ბედნიერად დამთავრებისა) ჩიხში მოექცეს, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე შესაძლებლობის თვალსაზრისით ერთადერთი პირობა ძიების გაგრძელებისა და სწორედ ის გევლინება ავტორის გარდაუვალი ნებით. დავიწყოთ თავიდან.
1. ავთანდილი და როსტევანი მაინცდამაინც მაშინ გაეჯიბრებიან ერთმანეთს და მაინცდამაინც იმ ადგილას, როდესაც და სადაც უცხო მოყმე იმყოფება.
2. როსტევანი ძალიან დაინტერესდება უცხო მოყმით და სევდა მოიცავს, როდესაც მის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნებენ. თინათინი ამშვიდებს და არიგებს მამას — "კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს". ერთი წლის მან- ძილზე ეძებენ როსტევანის ყმები უცხო მოყმეს, მაგრამ ვერ მიაკვლევენ და მეფე დაიჯერებს, რომ ეშმაკეულს გადაეყარა ნადირობისას. ამის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, უცხო მოყმის ბედით არნახულად დაინტერესდება თინათინი, თუმცა, მანამდე ამაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა და (მაინცდამაინც) სამი (!) წლით აგზავნის ავთანდილს მის საძებრად.
3. ავთანდილი ორი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში ("ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა".) უშედეგოდ ეძებს უცხო მოყმეს და, ერთი პირობა იმასაც ფიქრობს, რომ შინ დაბრუნდეს. შემდეგ იგი შეჩერდება და მწვადს შეწვავს სწორედ იმ ადგილზე, სადაც უნდა გამოიარონ ხატაელმა ძმებმა, რომლებიც ადრე სახლში დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ ბოლოს რატომღაც გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ გაერკვიათ, ვინ უკეთესი მონადირე იყო. ისინი გადაეყარნენ ტარიელს, რომელიც მაინცდამაინც ამ დროს გამოივლის ამ ადგილას, ხოლო ძმები კი მაინცდამაინც მის შეპყრობას მოინდომებენ. სწორედ ამ შემთხვევის ტრაგიკულმა შედეგმა შეახვედრა ისინი ავთანდილს. როგორც ვხედავთ, გარემოებანი ერთადერთობის ნიშნით ებმიან ერთმანეთს.
4. ავთანდილი ხვდება ტარიელს. ორი თვის შემდეგ ის ბრუნდება უკან და მას შემდეგ, რაც მეგობარს სულიერი დეპრესიიდან გამოიყვანს, ერთი წლით მიემგზავრება ნესტანის საძებნელად. არაბი გმირი გზად გადაეყრება მაინცდამაინც იმ ქარავანს, რომელიც მიდის მაინცდამაინც გულანშაროში, სადაც ცხოვრობს მაინცდამაინც ფატმანი, რომელმაც იცის მაინცდამაინც ნესტანის ამბავი. აქ მაინც გაწყდებოდა ჯაჭვი, ზღვას შემთხვევით ნაპირზე რომ არ გამოერიყა საკუთარი გადარჩენით დიდად განცვიფრებული ეგვიპტიდან წამოსული ვაჭარი, რომელმაც "მობაღდადენი ვაჭარნი" გააფრთხილა -  ზღვაში მეკობრეები არიანო. ზღვას რომ განსაცვიფრებელი სათნოება არ გამოეჩინა და მეკობრეთა თავდასხმას შემთხვევით გადარჩენილი კაცი ნაპირზე არ გამოერიყა, "მობაღდადენი" გზას გააგრძელებდნენ და ავთანდილი მათ ვერ შეხვდებოდა.
ხოლო ძმები კი მაინცდამაინც მის შეპყრობას მოინდომებენ. სწორედ ამ შემთხვევის ტრაგიკულმა შედეგმა შეახვედრა ისინი ავთანდილს. როგორც ვხედავთ, გარემოებანი ერთადერთობის ნიშნით ებმიან ერთმანეთს.
4. ავთანდილი ხვდება ტარიელს. ორი თვის შემდეგ ის ბრუნდება უკან და მას შემდეგ, რაც მეგობარს სულიერი დეპრესიიდან გამოიყვანს, ერთი წლით მიემგზავრება ნესტანის საძებნელად. არაბი გმირი გზად გადაეყრება მაინცდამაინც იმ ქარავანს, რომელიც მიდის მაინცდამაინც გულანშაროში, სადაც ცხოვრობს მაინცდამაინც ფატმანი, რომელმაც იცის მაინცდამაინც ნესტანის ამბავი. აქ მაინც გაწყდებოდა ჯაჭვი, ზღვას შემთხვევით ნაპირზე რომ არ გამოერიყა საკუთარი გადარჩენით დიდად განცვიფრებული ეგვიპტიდან წამოსული ვაჭარი, რომელმაც "მობაღდადენი ვაჭარნი" გააფრთხილა -  ზღვაში მეკობრეები არიანო. ზღვას რომ განსაცვიფრებელი სათნოება არ გამოეჩინა და მეკობრეთა თავდასხმას შემთხვევით გადარჩენილი კაცი ნაპირზე არ გამოერიყა, "მობაღდადენი" გზას გააგრძელებდნენ და ავთანდილი მათ ვერ შეხვდებოდა.
5. ფატმანმა უამრავი საინტერესო ამბავი იცის, მაგრამ გარემოებათა გადახლართვის გამო (მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, ავთანდილი მაინც მივიდა მასთან და მაინცდამაინც მაშინ, როცა მას ესტუმრა ჭაშნაგირი, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული ნესტანის ამბავთან) არაბ ჭაბუკს სწორედ იმ ცნობას მიაწვდის, რაც ასე საამოდ სასმენია ავთანდილისათვის. არის სხვა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გარემოებანიც. ამოაგდეთ ამ ჯაჭვიდან თუნდაც ერთი რგოლი და ქაჯეთის ციხეს ვერასდროს მოაწევს "უსაზომო რისხვა ღმრთისა". სწორედ ესაა საქმის არსიც. სიკეთემ გარდაუვლად უნდა გაიმარჯვოს. ასეთია ნება ღვთისა, რომლის აღმსრულებლებიც არიან "ვეფხისტყაოსნის" გმირები. ქაჯეთის ციხე უნდა დაინგრეს, ბოროტება უნდა გაცამტვერდეს. ამიტომ ერწყმის, ბოროტებისთვის ასე სავალალოდ, მოვლენები ერთმანეთს ამ პოემაში. ვინ იცის, რამდენ ხანს ივლიდა უთვისტომოდ, უიმედოდ, სიკვდილს მონატრებული ტარიელი, ავთანდილი რომ არ შეხვედროდა მას. ავთანდილი რას გახდებოდა, თავად ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო მისი გზის წარმმართველი ("რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების"). ქაჯეთის ციხეში მაშინაც მშვიდად იცხოვრებდნენ, ფარსადან მეფეს სრულიად მოულოდნელად ნესტანის გათხოვება რომ არ გადაეწყვიტა და არ "დავიწყებოდა", რომ ტარიელს ზრდიდა "საპატრონოდ ლაშქართა და ქვეყანათა". მოკლედ, პოემაში მოქმედება ისე ვითარდება, მოვლენები ბუნებრივად თუ არაბუნებრივად ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ აუცილებლად გაცამტვერდეს ქაჯეთის ციხე — ბოროტების ციტადელი. სიკეთე ერთადერთი ვიწრო ბილიკით ივლის, რათა ქაჯეთს დაატყდეს "უსაზომო რისხვა ღმრთისა". ეს გარდაუვალია. ამ გარდაუვალობის ნიშნითაა აღბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" კომპოზიციაც და სიუჟეტის განვითარებაც. ნაწარმოების ფინალიც ორგანულად ერწყმის სიკეთის მონიზმსა და მისი უცილობელი გამარჯვების არეოპაგიტულ იდეას:
"ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს, და გლახაკნი არ ითხოვდეს.
ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს."
დახატულია სრული ჰარმონიის სურათი. ესაა ამქვეყნიური ანტინომიურობის დაძლევა — სააქაოშივე იმქვეყნიური სრულქმნილი არსებობის დასადგურება, სრული ზეობა სიკეთისა და ბოროტების საყოველთაო დათრგუნვა. "ვეფხისტყაოსნის" ეს იდეა, ისევე როგორც ბევრი სხვა, საერთოდ ქართული ლიტერატურული ცნობიერების მიღმა არ დარჩენილა და მრავალგზის უჩენია თავი ჩვენი მწერლობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

 

იაკობ გოგებაშვილი

რუსთაველის სახელოვან თხზულებას "ვეფხისტყაოსანს" შეუდარებელი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენს ლიტერატურაში. თუმცა, მას შემდეგ ჩვენამდინ რვაას წელიწადზე მეტმა განვლო და თუმცა, მრავალმა ნიჭიერმა მწერალმა გაამდიდრა მას უკან ჩვენი ლიტერატურა თავისი ნაწარმოებებით, მაგრამ მისი პოემა მაინც დღემდინ შეადგენს უძვირფასესსა და უკეთესს საუნჯეს ქართველის გონებისა და გულისათვის. ამ გვარი დაუმჭკნარი მნიშვნელობა ყოველთვის ყოფილა მხოლოდ გენიოსის ხვედრი და რუსთაველიც ყველასაგან აღიარებულია გენიოსად...
..."ვეფხისტყაოსანი" ამტკიცებს, რომ რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით ბევრად წინ უსწრებდა თავისს დროსა. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.