აქ თავმოყრილია "ვეფხისტყაოსნის" ჩვენამდე მოღწეული, სხვა და სხვა კერძო კოლექიებსა
თუ მუზეუმებში  დაცული ხელნაწერების სრული სია 

 

1646 წლისა გადაწერილი მამუკა თავქალაშვილის /თავაქარაშვილის/ მიერ
1671 წლამდე გადაწერილი "აღმურაანთ გასპარას" მიერ, დ. მდივნისეული
1671 წლისაგადაწერილი "აღმურაანთ გასპარას" მიერ, ბეჟან წერეთლისეული
1680 წლისა გადაწერილი ბექთაბეგის მიერ, გიორგი მეთერთმეტისეული
1688 წლისა სახლთუცის პაპუნა ბებურიშვილისეული
XVII საუკუნისა გადაწერილი იოსებ ტფილელის მიერ; ზაზა ციციშვილისეული
XVII საუკუნისა ნაკაშიძისეული
XVII საუკუნისა შეიცავს 1315 სტროფს
XVII საუკუნისა დაზიანებული, შეიცავს 543 სტროფს
XVII საუკუნისა რ. დათუშიძისეული, ქუთაისური
XVII საუკუნისა შეიცავს 86 სტროფს
XVII საუკუნისა დაზიანებული, შეიცავს 428 სტროფს
XVII საუკუნისა ე.წ. გურგენასეული
XVII საუკუნისა ოქსფორდი, ბოდლის ბიბლიოთეკა, მზეხათუნისეული
XVII საუკუნისა ოქსფორდი, ბოდლის ბიბლიოთეკა, თარხანმოურავისეული
1702 წლისა პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა, გადაწერილია ყაზახაანთ ბეჟოიას ქალის, ალას მიერ
XVIII საუკუნის დასაწყისისა ილია ჭავჭავაძისეული
XVIII საუკუნის დასაწყისისა პოლიევქტ კარბელაშვილისეული
XVIII საუკუნის დასაწყისისა ბიძინა მაყაშვილისეული
XVIII საუკუნის დასაწყისისა ხოვლელისეული
XVIII საუკუნის დასაწყისისა გადაწერილი ბეგთაბეგის შვილიშვილის მიერ
XVIII საუკუნის პირველი ნახევრისა სოლომონ მეფისეული
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის წერეთლისეული
XVIII საუკუნისა კეზელიანთი
1802 წლისა გადაწერილი ბირთველ თუმანიშვილის მიერ
1840 წლისა 194 ფურცელი, 1814 სტროფი, გადმოწერილია ვახტანგისეული გამოცემიდან და დართული აქვს ინდო-ხატაელთა და მისი მომდევნო ამბები (დაცულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში)
1860 წლის მარტისა 187 ფურცელი (ვ. ასლანიშვილის კოლექციიდან)
XIX საუკუნისა (ჭვირნიშები, 1838 წელი) 144 ფურცელი (ვ. ასლანიშვილის კოლექციიდან)
XIX საუკუნისა ქავთარაძისეული
XX საუკუნისა 56 ფურცელი (ვ. ასლანიშვილის კოლექციიდან)

არის ცნობა, რომ იყო 1443 და 1678 წლით (ერთი უფრო ადრეულიც)
დათარიღებული "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები.
სამივე მათგანი დაკარგულია.

მოამზადა
გოგი გაბუნიამ 

WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთხელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.