მიხეილ ქურდიანი
 

დღემდე ხალხური "ვეფხის ტყაოსნის" თხუთმეტიოდე ვარიანტია ცნობილი. მათ შეკრება დასტამბვაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა "ივერია", ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით.
გაზეთმა 1888 წლიდან ათი წლის განმავლობაში დაბეჭდა თითქმის აქამდე ცნობილი ყველა ძირითადი ვარიანტი. ნაროდნიკული ინტელიგენცია დიდი ხალისით კრებდა ხალხის საუნჯეს. მაგრამ ხალხური "ვეფხისტყაოსანი" მარტო ამით არ ამოწურულა; ჯერ კიდევ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი მასალაა დარჩენილი, რომელიც სამკვლევო ლაბორატორიაში
არ არის შემოტანილი.
...
შოთა რუსთაველის "ხელიხელ საგოგმანები" ნაწარმოების სიუჟეტი ხალხმა გაამარტივა, სხვა ლიტერატურული ძეგლების ზეგავლენით გარდაქმნა და გმირთა ნათესაური ურთიერთობა სულ სხვანაირად ააგო. ორი ტექსტის დაპირისპირებისას აშკარად სჩანს, რომ ხალხს შოთას სიუჟეტი თავისებურად შეუკვეცია და ჩონჩხზე დაუყვანია.
ჩვენი ვარიანტის მიხედვით მომქმედ გმირებს შორის შემდეგნაირი ურთიერთობა არსებობს: ტარიელი ვეზირია ("იყო ერთი ხელმწიფე, რომელსაც ჰყავდა ერთი ვეზირი, სახელად ტარიელი") და უყვარს ხელმწიფის ერთი შვილი ლერწამ-დარეჯანი. ავთანდილი არაბეთის მეფის როსტევანის ქვეშევრდომი, სასახლის კარზე დიდი პიროვნება და "მდევებთან მეომარია". ავთანდილს უყვარს მეფის ქალიშვილი თინათინი. ტარიელსა და ავთანდილს შორის არავითარი ნათესაობა არაა. ფრიდონი ტარიელის ბიძაა ("ცხენსაც მოგცემ, ქვეც გაგყვები, მაშ რათ გინდა თავის ბიძა?"). ტარიელს მამიდაც ჰყავს, რომელიც ასმათის პროტოტიპია.
მაშასადამე, ხალხმა ფრიდონი, ავთანდილი და ტარიელი ერთმანეთს დაუნათესავა (ერთი ვარიანტით, ძმებიც არიან). ამის მიზეზი ორი რამ არის: პირველი, სხვა ლიტერატურული
ძეგლების გავლენა და მეორე, ფაბულა-სიუჟეტის შეკვრის სიადვილე,ზეპირსიტყვაობასთან უფრო შესაგუებელი.
ჩემი აზრით, ესეც ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ შოთამ მიმბაძველობის
ტალღა შექმნა არა მარტო მწერლობაში, არამედ ზეპირწინასიტყვაობაშიაც და ამ ნიადაგზე წარმოიშვა ხალხური "ვეფხისტყაოსანი".
...
წარმოგიდგენთ ხალხური "ვეფხისტყაოსნის" ერთ ფინალს:
ქორწილისა და მხიარულების შემდეგ ყველა თავთავის ბინაზე
დაბრუნდნენ.
ქორწილის უკან ავთანდილი სანადიროდ წავიდა. გზაზე საგზალი შემოელია და ნანადირევის ხორცით საზრდოობდა. მოკლავდა ნადირს, დაანთებდა ცეცხლს, დათლიდა შამფურებს, ააგებდა ცვრიან წვადებს, მოიკეცებოდა თოქალთოზე და შეექცეოდა. ერთხელ ავთანდილს ურჯულო მტერი წამოეწია. ავთანდილი ურჯულო მტერმა მოჰკლა. მასთან ტარიელი და ფრიდონი არ იყო, თორემ ვერაფერს დააკლებდნენ. ასე დასრულდა ეს ძველთა-ძველი ამბავი ტარიელის, ავთანდილის და ფრიდონის ცხოვრებაზე.

 
ლეოპოლდ ლევინი

ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა,
ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი
მე სხვისა ვერ ვნახეო და

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.