უჩა ჯაფარიძის ტყუპი ძმები – ლადო და გრიშა სწავლობდნენ მოსკოვში, მათ სტუდენტობისას შექმნეს შოთა რუსთაველის პორტრეტი. ძმებმა პოეტი ავთანდილის მსგავსი ჭაბუკის სახით წარმოადგინეს, სრულიად ახალი ინტერპრეტაციით. აი, რას წერს თავის მოგონებებში ამის შესახებ ლადო ჯაფარიძე: "1912 წელს მე და გრიგოლმა დავამთავრეთ ჩვენი ძიებანი შოთა რუსთაველის პორტრეტისა, რომელიც ტრადიციული წვერის გარეშე დავხატეთ. ცხადია, რაკი არ ვიცოდით, რამდენად დააკმაყოფილებდა ჩვენი ინტერპრეტაცია გენიალური პოეტის თაყვანისმცემელთა ფართო წრეებს, დიდხანს ვიკავებდით თავს მისი გამოქვეყნებისაგან, თუმცა ბევრი ჩვენი მეგობარი მოსკოვში და იმ დროს ცნობილი მხატვარი გ.ბ. იაკულოვიც კი გვიქებდნენ ნამუშევარს. ალექსანდრე ხახანაშვილიც, აგრეთვე, კმაყოფილი დარჩა პორტრეტით. სხვათა შორის, მან ისიც აღნიშნა, რომ დღეს უკვე ტრადიციული წვერი საქართველოში მოგვიანებით, დეკადანსის პერიოდში სპარსეთის გავლენით დამკვიდრდა; და, ამდენად, რუსთაველი წვერს ალბათ არ ატარებდაო. პოეტის თავდაპირველი პორტრეტი, რომელიც საფუძვლად დაედო შემდგომ მის ტრადიციულ წვერიან პორტრეტებს, შექმნილი იყო უცნობი ავტორის მიერ (ალბათ ბერის) სწორედ დეკადანსის ეპოქაში, როცა წვერი მამაკაცის სახის განუყრელ ატრიბუტად მიიჩნეოდა."

ეს ნახატი საფოსტო ღია ბარათად იქცა და 1912 წელს კიდევაც დაიბეჭდა...

შოთა რუსთველის პორტრეტები 

WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთხელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ 

ყველა უფლება დაცულია
საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.