ნანა ჩაჩუა

"დილის გაზეთი" – 2008 წ. 

იქნებ, არსებობს თავისთავადი ძიება, როგორც პროცესი, როგორც კანონზომიერება რაციონალურისა და ირაციონალურის ფარდობის დაბალანსებისა? იქნებ, სწორედ ისეთი, როგორიც ფატმანია (შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი") ანუ რაციონალური ტიპის აღმოსავლური მოდელი, სადაც მოვალეობანიც და სასიყვარულო ვნებებიც რეალობასთან შესაბამისობაშია. ფატმანისათვის უცხოა პოზა, იგი ყოველთვის ის არის, რაც არის, ანუ თვითიდენტიფიცირებულია. მაშასადამე, თვით აქტუალიზებისა და თვითრეალიზების მოთხოვნილების სუბიექტი.
საგულისხმოა, რომ "ვეფხისტყაოსნის" გმირთა გალერეაში არ არის დედის როლი. არც თინათინის დედა ჩანს, არც ავთანდილის, არც ტარიელის, არც ფრიდონის, არც ასმათის და არც სხვა პერსონაჟებისა. ხოლო ნესტანის მამის გვერდით ჩანს არა დედის როლში მყოფი დედოფალი, არამედ როგორც მხოლოდ დედოფალი. მაშინ, როცა ფატმანი ოჯახის, ქმარ-შვილის დამცველი ქალია. ისიც ხომ ცნობილია, რომ რაინდული სიყვარული ვაჭართა ფენის მეშვეობით გადარჩა. მაგრამ ვაჭართა ფენის რომელ წარმომადგენელთან, ვისთან მოიყარა თავი ყველა ინფორმაციამ, ვისთან აღმოჩნდა არიადნას გორგლის სათავე, ვისი მეშვეობით გაიხსნა ეგრედ წოდებული გორდიას კვანძი?! დიახ, ამიტომაცაა ფატმანი სწორედ ის ერთადერთი, ვისთვისაც ემეტება რუსთაველს სიტყვა – "დედა"... ნესტანი ასე მიმართავს ფატმანს:
"აჰა, ხა
თუნ, დედისა მჯობნო დედაო..."
რატომ დააკისრა რუსთაველმა 
ფატმანს "დედისა მჯობნი დედის" ფუნქცია? რუსთაველმა ხომ დაუპირისპირა ამით დედოფალსაც და მამიდა დავარსაც და თან უპირატესობა ამ დაპირისპირებაში ფატმანს მიანიჭა...
ცხადია რომ იგი თინათინისა და ნესტანის დარი მაინც არ არის და მით უმეტეს, მაშინ... ხომ არ ეძებს უცხოში, უცხო სივრცეში რუსთველი დედას? ან, იქნებ, დედის ფატმანისეულ მოდელს კარნახობს ქართველ ქალს, ანუ ქართული ეთნოფსიქიკური მისთვის ევრაზიული, ანუ რაციონალურისა და ირაციონალურის ერთიანი, მთლიანი მოცემულობაა, მისი პროპორციული თანაფარდობაა?!
როგორც ეს ფატმანის ფსიქო-ფიზიკურ მოცემულობაშია...
ფატმანი – "სიძვის დიაცი" არა მხოლოდ ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის მხსნელია, არამედ ავთანდილისაც. ფატმანმა ავთანდილი იხსნა გაურკვევლობისა და გმირობისგან. დიახ, ჭაშნაგირის ეპიზოდი რომ არა, ავთანდილი უსათუოდ გმირი იქნებოდა. ცხადია, ის დამაბალანსებელი და გამაწონასწორებელი დედობრივი სიყვარული, რომელიც ანდროგენული მდედრის მოდელში რაციონალურისა და ირაციონალურის მთლიანობი- თაა წარმოდგენილი, როგორც "ოქროს კვეთის" პროპორცია, როგორც საგანთა და მოვლენათა ურთიერთგანლაგების წესრიგის სათავე, სწორედ ფატმანზე გადის.
დიახ, ფატმანი მხსნელია, მაგრამ არა მესია, რადგანაც მას არა აქვს ცოდნა საკუთარი როლის მნიშვნელობის შესახებ...

 

ივანე ჯავახიშვილი

ლხინსა თუ ჭირში მას [ქართველ ხალხს] უპირველესად ყოველთვის "ვეფხისტყაოსნის" დაუშრეტელი სიბრძნე აგონდებოდა ხოლმე. ცხოვრების ყოველი მნიშვნელოვანი შემთხვევისათვის ადამიანის გულისნადების ამ დიდი მესაიდუმლის გასაოცარს შემოქმედებაში ან წამახალისებელს ან გამამხნევებელს პოულობდა, სიცოცხლის ყოველ მოვლენაში ღრმად ჩაჭვრეტასა და ჩაკვირვებასაც იგივე ასწავლიდა

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.